ვალუტის კურსი

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ენერგოეფექტურობის შესახებ" და მისგან გამომდინარე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.
კანონპროექტები მესამე მოსმენით წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა, რომლის თქმითაც, მესამე მოსმენისთვის კანონპროექტის მიმართ სარედაქციო ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.
ასევე მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ", რომელშიც მეორე მოსმენის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.