4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:36:06

მსოფლიო ბანკი - 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მოთხოვნის შემცირების გამო, საქონლის უმეტესობაზე ფასი დაეცემა

By: Admin
2020-04-24 17:22:03
204

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული „სასაქონლო ბაზრების მიმოხილვის“ აპრილის გამოცემის თანახმად,  COVID-19 - ის პანდემიით გამოწვეულმა გლობალურმა ეკონომიკურმა შოკმა  სასაქონლო პოზიციების უმეტესობაზე ფასების ვარდნა განაპირობა და 2020 წლის განმავლობაში მოსალოდნელია მნიშვნელოვნად დაბალი ფასების დაფიქსირება.

ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის მოულოდნელმა გაჩერებამ ყველაზე დიდი გავლენა ენერგომატარებლების და ლითონების ფასებზე იქონია და მოსალოდნელია  სერიოზული გლობალური რეცესია. ტრანსპორტთან დაკავშირებული საქონლის, მათ შორის ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა. სასოფლო - სამეურნეო საქონლის უმეტესობის პერსპექტივაზე მოკრძალებული ზემოქმედების მიუხედავად, მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები და სახელმწიფოების მიერ ექსპორტის შეზღუდვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ან საქონლის მარაგების დაგროვება შეშფოთებას იწვევს იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფა შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.

 „წარმოუდგენელ ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, პანდემიის ეკონომიკური გავლენა შეამცირებს მოთხოვნას და შეაფერხებს მიწოდებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ამ საქონელზე დამოკიდებულ განვითარებად ქვეყნებზე,“ აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანაბარი ეკონომიკური ზრდის, ფინანსების და ინსტიტუტების მიმართულების ვიცე - პრეზიდენტმა ჯეილა პაზარბაშიოღლუმ.

მისივე თქმით: „პოლიტიკის შემუშავებლებმა არ უნდა დაუშვან სავაჭრო შეზღუდვების დაწესება და ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც ყველაზე მძიმე ღარიბი ფენისთვის  აღმოჩნდება“.

Share