5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:52:37

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 2020 წელს ბარელის ფასი საშუალოდ 35 აშშ დოლარი იქნება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული „სასაქონლო ბაზრების მიმოხილვის“ აპრილის გამოცემის თანახმად, ნედლი ნავთობის ყოველთვიური საშუალო ფასი 50 პროცენტით დაეცა იანვრიდან მარტამდე პერიოდში. ფასებმა ისტორიულ მინიმუმს  აპრილში მიაღწია, ზოგიერთი საბაზისო სავაჭრო მონაცემის უარყოფითი მნიშვნელობით.

მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ,  2020 წელს ბარელის ფასი საშუალოდ 35 აშშ დოლარი იქნება, რაც ოქტომბრის  პროგნოზის მკვეთრი დაღმავალი ცვლილებაა, და 43 პროცენტიანი კლებაა 2019 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც ბარელზე 61 აშშ დოლარს შეადგენდა.

მათი თქმით, ასეთი შემცირება ასახავს მოთხოვნის ისტორიულად უდიდეს ვარდნას.

„ნედლი ნავთობის ფასის შემცირებას კიდევ უფრო ამწვავებს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC)  და ნავთობის სხვა მწარმოებლებს შორის არსებულ საწარმოო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გაურკვევლობა. 

ზოგადად, 2020 წელს მოსალოდნელია ენერგორესურსების (მათ, შორისაა ბუნებრივი გაზი და ნახშირი) ფასების 40 პროცენტით კლება, ხოლო 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდისკენ შემობრუნება“, - ვკითხულობთ „სასაქონლო ბაზრების მიმოხილვაში“.

Share