ვალუტის კურსი

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პირები, რომლებიც ოფიციალურად მუშაობდნენ და პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, ყოველ თვე 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ.
მანვე განმარტა, რომ დახმარებას აღნიშნული პირები ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ.
„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ, რომელიც ოფიცილაურად მუშაობდა და დაკარგა სამსახური, ვეღარ იღებს ხელფასს, მიიღებს სახელმწიფო მხირდან 1200 ლარის ოდენობის დახმარებას, ექვსი თვის განმავლობაში, ანუ მიღებენ ყოველ თვე 200 ლარს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share