4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:42:41

თურნავა - განსაკუთრებული მადლობა ფონდ ქართუს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს StopCov-ის ფონდში ძალიან სოლიდური შენატანისთვის

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მადლობა "ფონდ ქართუს" და ბატონ ბიძინა ივანიშვილს კორონავირუსთან საბრძოლველ ფონდში გაკეთებული სოლიდური შენატანისთვის გადაუხადა.

მისი თქმით, ეს მათი ქველმოქმედების მცირე თუმცა ამ დროისთვის მეტად ღირებული ქვეყნისთვის.

„განსაკუთრებული მადლობა ფონდ ქართუს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ძალიან სოლიდური შენატანი გააკეთა კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში. რა თქმა უნდა, ესაა მცირე ნაწილი იმ ქველმოქმედებისა, რომელსაც ფონდი ქართუ და ბატონი ბიძინა ეწევა ამ წლების მანძილზე საქართველოში, მაგრამ დღეს ეს არის მეტად ღირებული ჩვენთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის შექმნილი რთული ვითარებიდან ეტაპობრივ გამოსვლას შეეხება. მასში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მოსახლეობის სოციალურ დაცვასა  და ბიზნესის მხარდაჭერაზე.

 

(NS)

Share