ვალუტის კურსი

„2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით“, - ამის შესახებ ინფორომაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
მათი ცნობიტ, მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 3.89 მლრდ ლარით, ანუ 8.42 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.39 პროცენტით შემცირდა) და 2020 წლის პირველი აპრილისათვის 50.13 მლრდ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალს, მან 4.98 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 9.94 პროცენტია.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share