2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:49:51

Gnomon Wise - თითქმის ერთი წელია რაც ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს ვალდებულებას და ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება 3%-ს

By: Admin
2020-04-27 17:18:53
204

„თითქმის ერთი წელია რაც ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებას და ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება 3%-ს“, - ამის შესახებ ნათქვამია Gnomon Wise-ის კვლევაში.

მათი ცნობით, ინფლაციის მოცემული მიშნული განპირობებულია იმით, რომ „ეროვნული ბანკი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე რბილ მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებდა“.

„ფისკალური პოლიტიკის გადაწყობასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის ცვლილებაა აუცილებელი. თუ პანდემიის წინა პერიოდს გადავხედავთ, მონეტარული პოლიტიკა საგრძნობლად დესტრუქციულ როლს თამაშობდა. უკვე თითქმის ერთი წელია რაც ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებას და ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება 3%-ს.

ეს ფაქტი მარტივად ახსნადია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული ბანკი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე რბილ მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებდა. ის, ისტორიულად, მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იმგვარად იყენებს, რომ ფულის მასა და შედეგად, ფასები იზრდება. თუმცა 2019 წელს ფულის მასის ზრდა განსაკუთრებით სწრაფი იყო, რამაც ფასების ზრდაც დააჩქარა“, - ვკითხულობთ Gnomon Wise-ის კვლევაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share