2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:49:13

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

By: Admin
2020-04-28 13:56:18
204

2020 წლის 27 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყენებს.

მათი ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2035 შეადგინა.

„როგორც არაერთხელ აღინიშნა, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მიმდინარე წლის განმავლობაში უფრო აქტიურად განახორციელებს.

ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარზე არაორდინალური ვითარებაა, ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას როგორც უცხოური, ისე ეროვნული ვალუტით.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და ამ პოლიტიკის სარგებელი დღეს სახეზეა. სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს“, - განაცხადეს სებში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share