
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები ქ. ახმეტაში რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ და სხვადასხვა დაავადებების შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის მიზანია, ლაბორატორიის სერვისების მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაცია. შეხვედრის დროს, ხდება სოფლის-მეურნეობაში ჩართული პირებისგან ინფორმაციის მოძიება, ლაბორატორიული სერვისის სფეროში არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ.
მსგავსი შეხვედრები ორი წლის განმავლობაში ტარდება და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. დამსწრე პირებს შესაძლებლობა ექმნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. ასევე, რიგდება ვეტერინარული დაავადებების შესახებ შექმნილი საცნობარო ბროშურები, რომელიც ეხმარება ფერმერებს დაავადებებისგან გამოწვეული ფინანსური ზარალი თავიდან აიცილონ.
შეხვედრა ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით.
(NS)
Share