3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:29:53

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-04-29 12:10:40
204

„2020 წლის 28 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ კი, 141 500 000 ლარი შეადგინა.

„მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.500 პროცენტით, მაქსიმალური 9.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.720 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share