
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, თვითდასაქმებული პირები, რომლებიც ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ რაიმე სახის დოკუმენტის წარდგენის გარეშე, ხუთ კატეგორიად დაიყო.
მისი თქმით, ასეთი თვიდასაქმებული ჯამში იდენთიფივირებულია 150 000.
ხუციშვილის დეტალურად განმარტავს ზემოთ აღნიშნულ ხუთ კატეგორიას.
„შემდეგი კატეგორია ეს არის თვითდასაქმებულები, მიმდინარე წლის მაისის თვიდან იწყება სახელმწიფო ბიუჯეტიდნა ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემა. ფიზიკურ პირებზე, რომელბიც არიან თვითდასაქმებულები.
კომპანესაიის მიღების მიზნებისათვის თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.
პირობითად ასეთი პირები იყოფა ორ კატეგორიად, რომლებიც არიან ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში რაიმე ფორმით და პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, ჰქონდათ შემოსავალი და არ არიან რეგისტრირებულნი შემოსავლების სამსახურში და არანაირად არ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა.
შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის მისაღებად არ იქნება საჭირო არანაირი დამატებითი ინფორმაციის მტკიცებულების წამროდგენა შემოსავლის წყაროს შესახებ. ამ ეტაპზე ჩვენ მიერ უკვე იდენთიფიცირებულია 150 000-მდე თვითდასაქმებული, რომელსაც არ დასჭრიდება არანაირი შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამ იდენთიფიკაციის პირობები არის ძალიან ცხადი.
რეგისტირებული თვითდასაქმებულებზე, რომელბიც იყოფიან 5 კატეგორიად, იმის მიხედვით თუ რა სტატუსი გააჩნიათ შემოსავლების სამსახურში.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე პირები - აღნიშნული პირების იდენთიფიკაცია ხდება მათ მიერ 2020 წლის პირველ კვარტალში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით. ასევე საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენებისა და ჩეკების მიხედვით. კერძოდ იმ შემთვევაში თუ მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირს ერთხელ მაინც თუ აქვს წარდგენილი 2020 წლის პირველი კვარტალში დეკლარაცია, ან გამოყენებული აქვს საკონტროლო სალარო აპარატი, ან ერთხელ მაინც თუ აქვს ამორტყმული საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი, მას შეეძლება მიიღოს ერთჯერადი კონპენსაცია.
მეწარმე ფიზიკური პირები - რომლებიც დასამქებულები არიან ბაზრის ტერიტორიაზე. მათ განმსაზღვრელად იქნება დეკლარაცია, თუ მათ ერთხელ მაინც ჩაბარებული აქვთ გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი და გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურში იგზავნება ბაზრობის ორგანიზატორებისგან შესაბამისი სიები. შესაბამისად, თუ ასეთი პირი იქნება ამ სიაში მას შესაძლებლობა ეძლევა რომ მიიღოს კომპენსაცია.
პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული შემოსავლით დასაბეგრ საქმიანობას - ესაა იმათთვის შექმნილი, ვინც საქმიანობას ახორციელებენ თონეებში, სილამაზის სალონებსა და ავტო მომსახურების ცენტრებში. ასეთი პირებისთვის მხოლოდ მათ მიერ რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ მიიღონ კომპენსაცია.
მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან. ეს იმ გადამხდელთა კატეგორიაა, რომელთა შემოსავალი არის 30 000-ს ლარამდე და რომელზეც ვალდებულება არ აქვს საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ მიკრობიზნესად რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იყოს იმისთვის, რომ მათ მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია.
ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ სტატუსში არ ფუნქციონირებენ და როგორც ინდმეწარმეები ისე ახორციელებენ საქმიანობას. მათთვის იდენთიფიცირების საშუალებად ჩაითვლება 2020 წლის პირველ აპრილამდე წარმოდგენილი 2019 წლის საშემოსავლო და ერთხელ მაინც თუ გამოყენებული აქვთ მათ საკონტროლო სალარო აპარატი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share