
ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ განმარტა, უმკლავდება თუ არა ეროვნული ბანკი გაზრდილ ფასებს.
მისი თქმით, როდესაც ხდება მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი შემთხვევები, ამას მოჰყვება ფასების ზრდა, ხოლო ცენტრალურ ბანკებს მთელს მსოფლიოში არ აქვთ რაიმე ისეთი საშუალება, რომლის დახმარებითაც ინფლაცია ასეთი შემთვევების მერე ძალიან მალე იმავე მიზნობრივ ნიშნულს დაუბრუნდება.
„როდესაც ხდება მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი შემთხვევები, ამას მოჰყვება ფასების ზრდა. ცენტრალურ ბანკებს მთელს მსოფლიოში არ აქვთ რაიმე ისეთი საშუალება, რომლის დახმარებითაც ინფლაცია ასეთი შემთვევების მერე ძალიან მალე იმავე მიზნობრივ ნიშნულს დაუბრუნდება.
კარგად მესმის, რომ უმჯობესია ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს, მაგრამ ამის გაკეთება მოკლე ვადაში შეუძლებელია.
ამავე დროს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვტილებების საფუძველზე, იმ ჩარჩოს საფუძველზე, რომელიც აქვს შექმნილი ეროვნულ ბანკს და რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, ინფლაცია საშუალო ვადიან პერიოდში დაუბრუნდება და იმოძრავებს მიზნობრივი ნიშნულისკენ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share