-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:07

„საზოგადოება და ბანკების“ განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებზე ლოგიკური რეაქციაა

By: Admin
2020-04-29 17:08:36
204

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებზე ლოგიკური რეაქციაა, - ამის შესახებ განცხადებას "საზოგადოება და ბანკები" აქვეყნებენ.

მათი აზრით, იმ მდგომარეობაში, როდესაც შიდა მოთხოვნა საგრძნობლადაა შემცირებული, რაც ინფლაციაზე აღმავალ ზეწოლას მომავალ პერიოდში შეარბილებს, ხოლო გაცვლითი კურსი მოკლევადიან წონასწორობაში იმყოფება, ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისათვის აუცილებელია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის შერბილება.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება   მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებზე ლოგიკური რეაქციაა. იმ მდგომარეობაში, როდესაც შიდა მოთხოვნა საგრძნობლადაა შემცირებული, რაც ინფლაციაზე აღმავალ ზეწოლას მომავალ პერიოდში შეარბილებს (შიდა მოთხოვნის შეცირების გავლენას ინფლაციის ტემპზე დროითი დაყოვნება (lag) ახასიათებს), ხოლო გაცვლითი კურსი მოკლევადიან წონასწორობაში იმყოფება, ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისათვის აუცილებელია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის შერბილება. შიდა მოთხოვნის შემცირებაზე იმპორტის 13%-იანი კლება მიუთითებს, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლის 22%-იანი შემცირება საგარეო მოთხოვნის შემცირებას ასახავს. IMF-ის განახლებული პროგნოზით 2020-ში საქართველოს ეკონომიკური ზრდა -4% იქნება, რაც ერთობლივი მოთხოვნის შემცირებითაა გამოწვეული, შესაბამისად, ამ ფონზე ინფლაციური რისკები მნიშვნელოვნად მცირდება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გამართლებული გადაწყვეტილებაა. უახლოეს თვეებში მნიშვნელოვანი იქნება სწორად განისაზღვროს ფაქტორები, რომლებიც ინფლაციაზე აღმავალ/დაღმავალ ზეწოლას ჰქმნიან და რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების გადაწყვეტილებაც ეროვნულმა ბანკმა ამის მიხედვით მიიღოს", - განაცხადა "საზოგადოებამ და ბანკებმა".

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share