-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:15:59

ბაღდათის მუნიციპალიტეტში აფხანაურის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში აფხანაურის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 კმ-მდე მაგისტრალურ არხს,  მოეწყო მილხიდები  და  წყალსარეგულაციო კვანძები.  გაიწმინდა  წყალმიმყვანი და  გამანაწილებელი არხები  ჯამში 3,2 კმ. 

ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილია  სოფ. ფერსათისა და  ვარციხის 250 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.   

2012 წლიდან იმერეთის მხარეში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 17 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 13 765 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 4 450 ჰექტრამდეა გზარდილი.

 

(NS)

Share