4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:57:22

მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდამ -2.7 პროცენტი შეადგინა

By: Admin
2020-04-30 12:42:08
204

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ -2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 1.5 პროცენტით განისაზღვრა.

ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათი ცნობით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share