1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:28:20

თურნავა - რადიკალურად შევცვალეთ მიდგომა და საბრუნავი საშუალებების დაფინანსება დავუშვით

By: Admin
2020-05-02 10:15:41
204

„საბრუნავი საშუალებების დაფინანსება დავუშვით. აქამდე ჩვენ არ ვაფინანსებდით საბრუნავ საშუალებებს, ვეხმარებოდით ბიზნესებს ძირითადად“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავა განმარტავს, რომ ისინი 50%-მდე სწორედ ასეთი ტიპის საბრუნავ საშუალებებს დაეხმარებიან.

„საბრუნავი საშუალებების დაფინანსება დავუშვით. აქამდე ჩვენ არ ვაფინანსებდით საბრუნავ საშუალებებს, ვეხმარებოდით ბიზნესებს ძირითადად, რომ შეეძინათ მანქანა-დანადგარები, შენობები, ფიქსირებული აქტივები, ხოლო დღეს უკვე, როდესაც მთავარი პრობლემა არის საბრუნავი საშუალებების ნაკლებობა და კომპანიას დასჭირდება ფული, რომ გაისტუმროს ხელფასები, მიმდინარე დავალიანებები, კომუნალური გადასახადები, ჩვენ შევცვალეთ რადიკალურად მიდგომა და 50%-მდე სწორედ ასეთი ტიპის საბრუნავ საშუალებებს დავეხმარებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share