
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს თვეებში სულ მცირე 300 მცირე და საშუალო მეწარმე მიიღებს დახმარებას.
მისი თქმით, ისინი პრაქტიკულად აორმაგებენ იმ დარგების არეალს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაეხმარებიან.
„დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვაორმაგებთ იმ დარგების არეალს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დავეხმარებით და სულ მცირე 300 მცირე და საშუალო მეწარმე მიიღებს ამ დახმარებას უახლოეს თვეებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მანვე აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, ბიზნესს სესხის უზრუნველყოფის 90%-ში დაეხმარებიან. რაც საშუალებას მისცემს ბიზნესს, რომ დამატებითი უზრუნველყოფის მოძიება აღარ დასჭირდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა ჩვენი განახლებული საკრედიტო სქემა. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი. ეს არის ისეთი დახმარების პროგრამა, როდესაც სახელმწიფო ეხმარება ბიზნესს სესხის უზრუნველყოფაში. აქამდე ჩვენ მივყვებოდით ბიზნესს სესხის 70%-ში და დღეს როდესაც საუბარია სესხის მოზიდვაზე, 90%-ით, ანუ პრაქტიკულად სრულად იქნება ჩვენი უზრუნველყოფით გაკეთებული. ბიზნესებს არ დასჭირდება დამატებითი უზრუნველყოფის მოტანა“, - აღნიშნა თურნავამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share