
სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ, ტაო ჟენგმა განაცხადა, რომ COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა.
მისი თქმით, საგარეო მოთხოვნისა და ტურიზმის შემცირებამ გამოიწვია საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის ზრდა, ლარის გაუფასურება და ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი კლება.
„COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. საგარეო მოთხოვნისა და ტურიზმის შემცირებამ გამოიწვია საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის ზრდა, ლარის გაუფასურება და ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი კლება. ხელისუფლებამ სწრაფად აამოქმედა შეკავების ღონისძიებები, ამასთან, შინამეურნეობებს და ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებს მიზნობრივი დახმარება შესათავაზა.
ფისკალური დეფიციტი გაიზარდა. საგარეო დაფინანსების მობილიზება დამატებითი ხარჯების დაფინანსების საშუალებას იძლევა. მაშინ როდესაც საბიუჯეტო ხარჯების ზრდა აუცილებელია, ყურადღება უნდა მივაქციოთ ვალის მდგრადობას და ფისკალურ რისკებს, რაც მომდინარეობს სახელმწიფო საწარმოებიდან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, გავცლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფასთან ერთად. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს ინფლაციური მოლოდინების ზედმიწევნით მონიტორინგს.
სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ხელს შეუწყობს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას და COVID-19 პანდემიის შემდეგ სწრაფ აღდგენას. სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესის მიღება პენსიონერების რეალურ შემოსავალს შეინარჩუნებს. საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება და გადახდისუუნარობის ჩარჩოს ამუშავება დაეხმარება ეკონომიკის გაჯანსაღებას.
პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის ზრდა მოეხმარება ქვეყნის ხელისუფლებას გაატაროს COVID-19 შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები და დააკმაყოფილოს საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭიროებები", - განაცხადა ტაო ჟენგმა.
Share