5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:50:56

აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხილი 45.4%-ით, თევზეული 14.9%-ით, ბოსტნეული კი, 14.1 გაძვირდა

By: Admin
2020-05-05 20:30:04
204

საქსტატის მონაცმები თანახმად, აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხილი 45.4%-ით, თევზეული 14.9%-ით, ბოსტნეული 14.1 გაძვირდა.

მათივე ცნობით, ფასები გაზრდილია შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე 16.9 პროცენტით. ასევე ხორცი და ხორცის პროდუქტები გაძვირდა 15.0 პროცენტით.

„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.04 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (45.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.0 პროცენტი), თევზეული (14.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.0 პროცენტი) და პური და პურპროდუქტები (8.4 პროცენტი)“, - განაცხადეს საქსტატში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share