1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:35:22

გიორგი გახარია - ფერმერობის მხარდაჭერა ახალ ფასეულობას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით

By: Admin
2020-05-05 20:30:01
204

„სოფლის აღორძინება, ფერმერობის მხარდაჭერა დღეს ახალ ფასეულობას და განზომილებას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფერმერთა მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქმედითი და ეფექტური გემა შეიმუშავა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა აბსოლუტურად ეფექტური და ქმედითი გეგმა ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი მოსახლეობისთვის და პირველ რიგში ფერმერებისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

 

Share