ვალუტის კურსი

სემეკმა გაზის ტრანსპორტირების ახალი ტარიფი დაადგინა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გაზის ტრანსპორტირების ახალი ტარიფი დაადგინა.
კომისიის გადაწყვეტილებით, ტრანსპორტირების ტარიფი ყველა კომპანიისთვის 1 კუბურ მეტრზე 1,884 თეთრი იქნება.
ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, სემეკს „საქართველო გაზის ტრანსპორტირების“ კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში მიმართა.
სემეკის გადაწყვეტილება 20 ივლისს ძალაში შევა და მომდევნო წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს.
Share