
„ტურიზმის გახსნის მესამე ეტაპზე - 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მისაღებად მზად ვიქნებით“, - ამის შესახებეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყველაფერი, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისად განხორციელდება.
„ტურიზმის გახსნის მესამე ეტაპზე, 1-ელ ივლისს მზად ვიქნებით, მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები. ამ მომენტს დაემთხვევა სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა „უსაფრთხო დერეფნების" შესაბამისად. ამავე პერიოდში, მოხდება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა", - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.
გეგმის წარდგენა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გაიმართა.
(NS)
Share