ვალუტის კურსი

11 მაისიდან ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია იხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისა.
აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
„ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ყველა სახის მაღაზიას, ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მოვაჭრე მაღაზიებს“, - განაცხადა პრემიერმა.
Share