1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:07:05

თურნავა - მოვახდენთ იმ სასტუმროს საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას, რომლის წლიური ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ყველა იმ სასტუმროს საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას მოვახდენთ, რომლის წლიური ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სასტუმროების საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას, სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე მოახდენენ და ეს პროგრამა 6 თვე გაგრძელდება.

„ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც აქამდე პირველ ნოემბრამდე იყო გადავადებული, გადავადდება 2020 წლის ბოლომდე და აქაც იგივე პრობლემას ვპასუხობთ.

რაც შეეხება კონკრეტულ ქვედარგს, განთავსების ობიექტებისთვის, ანუ სასტუმროებისთვის უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ვთავაზობთ ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, ესაა სასტუმროების 95%-ზე მეტი, ჩვენ მოვახდენთ მათი საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას, სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა 6 თვე გაგრძელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share