
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტულ ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიები 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლდებიან.
მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს კომპანიებს, რომ შეინარჩუნონ დასაქმებულები და გადაიხადონ ხელფასები.
„მთლიანად ტურისტულ ინდუსტრიაში მოქმედ ბიზნესებს 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გამოუთავისუფლდებათ კომპანიებს საბრუნავ საშუალებებს, რათა შეინარჩუნონ დასაქმებულები და გადაიხადონ ხელფასები, ასევე სხვადასხვა მიმდინარე ხარჯები და მოემზადონ ამოქმედებისთვის; ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც აქამდე იყო პირველ ნოემბრამდე გადავადებული, გაგრძელდება წლის ბოლომდე და აქაც იგივე პრობლემას ვპასუხობთ, რა პრობლემაც შეექმნა უმეტეს ბიზნეს, მათ შორის ამ ინდუსტრიას – საბრუნავი საშუალებების დეფიციტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share