ვალუტის კურსი

Apple აშშ-ში მაღაზიების გახსნას აპირებს. კორონავირუსის პანდემიის გამო დაახლოებით ორი თვე დახურული იყო მისი მაღაზიები.
კომპანიის წარმომადგენლებმა პარასკევს განაცხადეს, რომ მომავალ კვირას რამდენიმე საცალო მაღაზიას გახსნიან ოთხ შტატში, აიდაჰოში, სამხრეთ კაროლინაში, ალაბამასა და ალასკაში.
Apple-მა არ დააკონკრეტა რამდენი მაღაზია გაიხსნება, მაგრამ როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კომპანიას სულ ექვსი მაღაზია აქვს აღნიშნულ ოთხ შტატში. ცნობილია ისიც, რომ პირევლი მაღაზია აიდაჰოში გაიხსნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია მაღაზიებში დააწესებს უსაფრთხოების დამატებით ზომებს, როგორიცაა ტემპერატურის შემოწმება. Apple ასევე განახორციელებს სოციალურ დისტანციის კონტროლს.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share