5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:50:08

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-05-11 16:57:55
204

2020 წლის 11 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათი ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 131 500 000 ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.650 პროცენტით,  მაქსიმალური 8.740 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.721 პროცენტით განისაზღვრა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share