11.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
12:20:11

გახარია - ტურიზმის გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებდეს როგორც უსაფრთხო ქვეყანა

By: Admin
2020-05-11 15:49:32
204

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებდეს როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

მისი თქმით, ეს კრიზისი საქართველოს ეკონომიკისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ქართული ეკონომიკა კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდეს.

„ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო როგორც ტურისტული ბრენდი, პოზიციონირებდეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე, არა მხოლოდ ზღვის, ღვინის, ისტორიული, კულტურის, სამზარეულოს ქვეყანა ტურისტებისთვის, არამედ უსაფრთხო ქვეყანა. ყველა ის მარკეტინგული პროგრამები, რომლებიც საქართველოს წარმოაჩენდა როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ლოკაციად, ახალ უნდა დაემატოს უსაფრთხოების განზომილება.

ეს ქვეყანა ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხოა. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას რომ მივაღწიოთ, მხოლოდ ამის დეკლარირება საკმარისი არ არის. დეკლარირებასთან ერთად ამ გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები. უბრალოდ არ უნდა ვიჩქაროთ იმიტომ, რომ ჩვენი გახსნის სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის უკან გადახვევის შესაძლებლობა. ყოველთვის უნდა შეგვეძლოს, რომ როგორც კი ვხედავთ რაღაც პრობლემები იქმნება, უკან გადავახვიოთ. ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა და ამ კრიზისიდან ქართული ეკონომიკა უნდა გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული.

ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ, ტაქტიკამ და ეფექტურობამ, დაახლოებით აგვისტოსთვის, საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას ეფექტურად უმკლავდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Share