ვალუტის კურსი

ავიაკომპანია Ryanair პირველი ივლისიდან აღადგენს ფრენების 40% -ს, - ამის შესახებ ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
Ryanair ყოველდღიურად თითქმის 1000 ფრენას შეასრულებენ, რასაც მთავრობის შეზღუდვებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომების დაცვით განახორციელებენ.
გარდა ამისა, ეკიპაჟსა და მგზავრებს მოეთხოვებათ ნიღბების ტარება და უნდა გაიარონ ტემპერატურული შემოწმებები.
„ივლისიდან Ryanair დაიწყებს ფრენებს ევროპაში თავისი 80 ბაზის უმეტესი ნაწილიდან“, - წერს ავიაკომპანია.
განცხადებაში დასძინა, რომ ავიაკომპანიის მთავარ მარშრუტებზე ყოველდღიურად და ყოველკვირეულად ფრენები ნაკლები რაოდენობით განხორციელდება.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share