4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:00:58

გახარია - ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან მიიღებს დახმარებას 200 ლარის სუბსიდირებით

By: Admin
2020-05-14 13:35:07
204

ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან  მიიღებს დახმარებას 200 ლარის სუბსიდირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, დახმარება პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის მიწები.

„თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. დაახლოებით ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც გააჩნიათ ათი ჰექტარი მიწა  და ამუშავებდნენ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2000 ლარის ოდენობით. ეს რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის მიწები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share