3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:28:10

ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის მოწყობა, სახელმწიფო სამუშაოს ღირებულების 50%-ით დაეხმარება

By: Admin
2020-05-13 17:05:18
204

„თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის მოწყობა, ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო ფულის სახით დაეხმარება ამ სამუშაოს ღირებულების 50%-ით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეღავათების მისაღებად ფერმერებმა 20 მაისიდან უნდა მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვედანაყოფებს.

„ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის მოწყობა, ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო ფულის სახით დაეხმარება ამ სამუშაოს ღირებულების 50%-ით.

ეს ყველაფერი მოქმედებას დაიწყებს და ფერმერებს შეეძლებათ მიმართონ შესაბამის ქვედანაყოფებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში 20 მაისიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share