ვალუტის კურსი

ვაჟა–ფშაველას 58 ში მდებარე ბაზისბანკის სერვისცენტრში სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
სერვისცენტრი უნივერსალურია. იგი მომხმარებელს ტრადიციულად სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრი აღიჭურვა უახლესი აპარატურით, რაც ხელს შეუწყობს კლიენტთა მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფად და ოპერატიულად.
სერვისცენტრში აღდგა მუშაობის ჩვეული გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი 10:00–18:00, შაბათი 10:00–14:30.
შეგახსენებთ, რომ ბანკმა გასულ კვირაში ასევე განახლებული სერვისცენტრი გახსნა თბილისში, წერეთლის გამზ.112–ში. აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკის მომსახურების არეალი ფართოვდება და უახლოეს მომავალში იგეგმება სერვისცენტრის გახსნა ქალაქ ზუგდიდში.
(R)
Share