4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:58:44

პირველი ქვეყანა ისრაელი იქნება, საიდანაც საქართველოში ტურისტები ჩამოვლენ

By: Admin
2020-05-15 14:08:38
204

პირველი ქვეყანა, როგორც ჩანს იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ სტუმრები, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, გარდა ამისა აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან.

„შეგვიძლია, დღეს ვთქვათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც სულ მალე, ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რომ საქართველოში სულ მალე მივიღოთ სტუმრები, ტურისტები ამ ქვეყნიდან და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას

ეს მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში, ლოგიკურ დასასრულამდე იქნება მიყვანილი, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ.

Share