3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:28:44

აპრილში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42.3%-ით შემცირდა

By: Admin
2020-05-18 11:53:21
204

2020 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.1 მლნ აშშ დოლარი (250.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.3%-ით (58.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათი ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.6% იმ 12 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 89.0% მოდიოდა.

ამასთანავე, 2020 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 10.0 მლნ აშშ დოლარი (31.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აპრილის (19.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 47.7%-ით ნაკლებია.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share