4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:40:07

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა

By: Admin
2020-07-27 17:20:56
204

ევროპარლამენტმა ევროკავშირის პარტნიორებისა და მეზობელი ქვეყნებისთვის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეყლუ შედეგების აღმოსაფხვრელად 3 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სასესხო დახმარება 10 ქვეყანაზე გაიცემა, მათ შორის საქართველოზეც.

აღნიშნული პაკეტით, საქართველო 150 მილიონ ევროს, ალბანეთი - 180 მილიონ ევროს, ბოსნია ჰერცეგოვინა - 250 მილიონ ევროს, იორდანია - 200 მილიონ ევროს, კოსოვო - 100 მილიონ ევროს, მოლდოვა - 100 მილიონ ევროს, მონტენეგრო - 60 მილიონ ევროს, ჩრდილოეთ მაკედონია - 160 მილიონ ევროს, ტუნისი - 600 მილიონ ევროს, უკრაინა კი 1,2 მილიარდ ევროს მიიღებს.

ინიციატივას მხარი 547-მა დეპუტატმა დაუჭირა. საბოლოოდ, გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

Share