3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:31:36

საქსტატი - საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი

By: Admin
2020-05-20 12:34:28
204

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (469.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (395.7 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (367.0 მლნ. აშშ დოლარი).

ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მათი ცნობით, 2020 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 215.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 134.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 91.8 მლნ. აშშ დოლარით (9.2 პროცენტი).

„უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 186.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 171.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 166.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი)“, - განაცხადეს საქსტატში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share