4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:55:09

აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 1.5 პროცენტით გაიზარდა

By: Admin
2020-05-21 12:56:00
204

2020 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.1 პროცენტით.

ამის შესახებ საქსტატმა განაცხადა.

მათი ცნობით, წინა თვესთან შედარებით ფასების 2.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 2.01 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.

„ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა სასმელებზე (3.0 პროცენტი), სხვა არალითონურ მინერალურ პროდუქტებზე (4.5 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (2.1 პროცენტი). 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:  დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 8.83 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (13.1 პროცენტი), სასმელები (9.4 პროცენტი), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (14.3 პროცენტი); • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: დაფიქსირდა ფასების 15.5 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.99 პროცენტული პუნქტით აისახა; • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით და შესაბამისად ჯგუფის წვლილმა მთლიან ინდექსზე 0.38 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, - განაცხადეს საქსტატში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share