
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ არ იქნება გასაკვირი, თუ ქართულ წესებს შევთავაზებთ მსოფლიოს ტურიზმის უსაფრთხო კორიდორის შექმნის თვალსაზრისით.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან კარგ ინტერაქციას ახორციელებს ამ თვალსაზრისით.
„ვადასტურებ მზადყოფნას, მივიდეთ პარლამენტში და ყველა არსებულ კითხვას გავცეთ პასუხი. მოსახლეობას შევატყობინოთ კიდევ ერთხელ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული ეპიდემიასთან ბრძოლაში. რამდენად ეფექტურად ვიმოქმედეთ, რომ არ დაგვეშვა ეპიდემიის კატასტროფული გავრცელება და რა ნაბიჯებს ვდგამთ და გადავდგამთ მომავალში ეკონომიკური კრიზისის შერბილების მიმართულებით.
ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან, გვაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტები და ვადევნებთ თვალყურს თუ რაზე მუშაობენ. ჩვენი ხედვა არანაირად არ იქნება აცდენილი მათ მიერ დამტკიცებული წესებიდან. ჩვენ რასაც ვუყურებთ მთელი მსოფლიო, არ ელოდება გლობალური წესების დამტკიცებას და თავის ეროვნულ წესებს სთავაზობს სხვა ქვეყნებს. თუმცა აქ დიდი აცდენა არ იქნება, რადგან სამუშაო მასალაზე წვდომა გვაქვს და კარგი ინტერაქცია გვაქვს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან. არ იქნება გასაკვირი თუ ჩვენ ჩვენი ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს. ჩვენ გვაქვს უნიკალური გამოცდილება მასობრივი კარანტინის და ამიტომ დიდი ინტერესით ისმენენ ჩვენ შეთავაზებებს“, - განაცხადა თურნავამ.
Share