2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:58:45

ფინანსთა მინისტრი - გამოძიებას ვერ ჩავატარებთ იყავით თუ არა ძიძა ან რესტორანმა თუ არ დაადასტურა, რომ მღეროდით, ასე ვარიგოთ ფული?

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

შეიძლება, მღეროდით ყოველ საღამოს რესტორანში, მაგრამ თუ იმ რესტორანმა არ დამიდასტურა, რა უნდა გავაკეთოთ, ისე ვარიგოთ ფული, - ამის შესახებ ფინანსთა მინსიტრმა ივანე მაჭავარიანმა თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მიღების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ თვითდასაქმულები რაიმე სახის დოკუმენტს არ წარმოადგენენ, კომპენსაციას ვერ მიიღებენ.

„ვთქვით, რომ ჩვენ მაქსიმალურად რბილი მოდელით მივუდგებით ამ ადამიანებს, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ თუ რამე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი მოგვიტანეს, ან საბანკო ამონაწერი, სადაც ასევე ჩანს, რომ რეგულარულად იღებდნენ შემოსავალს რაღაც საქმიანობიდან გამომდინარე, მაგალითად „ეარბიენბის“ გაქირავების შემთხვევაში, თუ ჩანს, რომ რაღაც პერიოდში ჩარიცხვები ჰქონდა და აქირავებდა ბინას და დღეს ვეღარ აქირავებს, მასაც ჩავუთვლით. ეს არის ის, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ შეგვიძლია განვკარგოთ საბიუჯეტო სახსრები, სხვა შემთხვევაში, სადაც დასტური არ გვაქვს, სამწუხაროდ, ჩვენ უძლურები ვართ. იყავით მართლა ძიძა, არ იყავით მართლა ძიძა.

ეს ხომ საჯარო ფულია, გადასახადის გადამხდელის ფულია, ამიტომ რაღაც პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მის დახარჯვას. როგორც მოგვეპრიანება, ეგრე არ არის, რომ თქვენ მობრძანდით, მე დაგიჯერებთ, რომ ამას შვებოდით. რაღაცნაირად უნდა დაადასტურონ, ჩვენ ხომ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ. შეიძლება, მღეროდით ყოველ საღამოს რესტორანში, მაგრამ თუ იმ რესტორანმა არ დამიდასტურა, რა უნდა გავაკეთოთ, ისე ვარიგოთ ფული?“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Share