
„გაზპრომთან“ არსებული ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივი აირის ფასის კლებას ემსახურება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე.
„ამ გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოშიც ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება „გაზპრომთან“ უკვე მოქმედ კონტრაქტში, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო, მე ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე. დღეს ეს ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს, როგორც „სოკარი“ და ასევე „გაზპრომიც“ ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს, იქნება დამოკიდებული ბაზრის კონიუნქტურაზე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
Share