
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ერთი თვის წინ წარმოვადგინეთ ეკონომიკის გახსნი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტულ ღონისძიებებს. დღეს გვაქვს საშუალება, რომ ეს გეგმა უფრო დავაჩქაროთ.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული წესები და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამსუბუქოთ შეზღუდვები.
კონკრეტულად 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მათ შორის მეტრო და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წესები დაცვით, ეს გახლავთ პირბადის ტარება“, - განაცხადა გახარიამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share