ვალუტის კურსი

საქართველოში დღეიდან სავაჭრო მოლები და ღია ბაზრობები იხსნება.
აღნიშნული გადაწყევტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 27 მაისს განაცხადა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავაჭრო ობიექტებში სავალდებულოა თერმოსკრინინგი, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სავაჭრო ცენტრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 მარტს დაიხურა.
Share