3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:30:13

საქართველოში დღეიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება

By: Admin
2020-06-02 10:57:01
204

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად, კვების ობიექტებმა  წინასწარი დაჯავშნის სისტემა უნდა გამოყენონ.

ამასთანავე, აუცილებელია ორ საათიანი შუალედით რესტორნების დასუფთავება.

ღია ტიპის რესტორნებში მაგიდები ერთმანეთისგან ორ მეტრიანი შუალედით უნდა იყოს დაშორებული. ხოლო მაგიდებთზე მაქსიმუმ 6 ადამიანის ყოფნაა დასაშვები. აღსანიშნავია ისიც, რომ გამონაკლისის სახით  შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებულია, რომ ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია იყოს დაცული.

ცნობისთვის, საქართველოში 8 ივნისიდან ყველა სახის მომსახურება აღდგება რესტორნებში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share