4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:02:41

სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 40 მილიონი ლარი ტენდერების გარეშე იხარჯება

By: Admin
2020-06-02 16:40:32
204

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 1 ივნისს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან განახლებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 40 მილიონი ლარია, მეორე წელია, ტენდერების გარეშე, კორუფციული რისკის მატარებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იხარჯება.

გამარტივებული შესყიდვის ასეთი მასშტაბით გამოყენება მუნიციპალურ დონეზე ამცირებს გამჭვირვალობას და კონკურენციას და, შესაბამისად, ზრდის კორუფციის რისკებს.

ყოველწლიურად რამდენიმე ათასი შესყიდვისთვის გამარტივებული პროცედურის გამოყენებაზე გაიცემა ერთიანი თანხმობა, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც, თანხმობა ყოველ შესყიდვაზე ინდივიდუალურად უნდა გაიცემოდეს

აუცილებელია სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაიხარჯოს მეტად გამჭვირვალე, კონკურენტულ და სამართლიან პირობებში

მოვუწოდებთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, უარი თქვან საკუთარ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი 40 მილიონი ლარის ღირებულების ათასობით შესყიდვაზე  გამარტივებული წესის გამოყენების კანონთან შეუსაბამო ერთიანი ნებართვა გაიცა.

Share