4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:41:46

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ონლაინ შეხვედრა გამართა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ონლაინ შეხვედრა გამართა

გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ ონლაინ შეხვედრა გამართეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან კოენ დევიდსთან.

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი აქტიურად უჭერს მხარს.

კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის მსოფლიო ბანკის მხრიდან უკვე გამოყოფილი და სამომავლოდ დაგეგმილი ფინანსური რესურსების მნიშვნელობას.

 

(NS)

Share