4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:04:11

მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.2 პროცენტი შეადგინა

By: Admin
2020-06-04 15:44:26
204

2020 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათოვე ცნობით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2020 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 5.4 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

 სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.3 პროცენტიანი მატება, რაც შესაბამისად, 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების ქვეჯგუფზე (4.4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაზრდილია 1.3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (2.8 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.4 პროცენტიანი კლება, რაც -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-4.4 პროცენტი)“, - განაცხადეს საქსტატში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share