1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:37:06

კობა გვენეტაძე - ეკონომიკის გაჯანსაღება უფრო ადრე მოხდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო

By: Admin
2020-06-05 14:32:20
204

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეკონომიკის გაჯანსაღება უფრო ადრე მოხდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მისი თქმით, 2019 წელი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა 2020 წელი არანაკლები იქნება.

„2019 წელი საკმაოდ გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა ახლა 2020 წელი არანაკლები იქნება. მე ვისაუბრებ ბევრ საკითხზე, ეკონომიკურ მიმდინარეობებზე რომელიც ხდებოდა 2019 წელს იმ რეფორმებზე,  რომლებსაც ეროვნულლი ბანკი ახორციელებდა და როგორ გაუმკლავდა ამ გამოწვევებს.

იმის გამო, რომ საქართველო საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემია, არის დადებითი მოლოდინები, რომ ეკონომიკის გაჯანსაღება უფრო ადრე მოხდება, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share