-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:17:46

თურნავა - საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვას მიკრო და მცირე მეწარმეებიც შეძლებენ

By: Admin
2020-06-10 11:44:46
204

ანტიკრიზისული ბიუჯეტის თანახმად, საკრედიტო - საგარანტიო სქემის ბიუჯეტი 20 მლნ ლარიდან 330 მლნ ლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო საგარანტიო სქემაში, ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩავრთეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მიკრო და მცირე მეწარმეები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტები შეძლებენ, სახელმწიფოს მხარდაჭერით ისარგებლონ“, - თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ასევე იზრდება მიკროგრანტების ბიუჯეტიც.

„პროექტების პირველ შერჩევას ჩვენ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ და ეს ძალიან მასშტაბური კამპანია იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


(NS)

Share