4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:42:40

ისრაელიდან ტურისტების მიღების პროცესი დროებით გადაიდება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ისრაელიდან ტურისტების მიღების პროცესი დროებით გადაიდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი ისრაელში ბოლო ერთი კვირის გამო შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

„ის გზა რაც ჩვენ გავიარეთ ისრაელთან, ყველაფერი მზადაა ხელმოსაწერად, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და ის რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სიტუაცია ისრაელში გართულდა, ჩვენ ერთობლივად დავფიქრდით და ვთქვით, რომ ეს (ტურისტების მიღება ისრაელიდან) უნდა გადავდოთ, დაველოდოთ სანამ ეპიდემიოლოგიური ვითარება ისრაელშიც დასტაბილურდება“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი მანამდე აცხადებდა, რომ შესაძლოა ისრაელი ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებდა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share