ვალუტის კურსი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 139 500 000 ლარი შეადგინა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.190 პროცენტით, მაქსიმალური 7.280 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.222 პროცენტით განისაზღვრა.
Share